Sunday, September 21, 2014

ტრენინგის ბოლო დღე საკმაოდ საინტერესო იყო, გავაკეთეთ პრეზენტაციები. ღმერთო, ისე ვნერვიულობდი, როცა გამოვედი პრეზენტაციის გასაკეთებლად, ხმა მიკანკალებდა, მაგრამ მგონია გავართვი თავი. ძალიან კმაყოფილი ვარ, მგონია ბევრი რამე ვისწავლე, მართალია მაია მთლად კმაყოფილი არარის, მაგრამ მე კმაროფილი ვარ, რადგნ მე ხომ ვიცი რა ცოდნით მოვედი აქ და რა ცოდნა მიმაქვს. მოკლედ დიდი მადლობა მაია, ეს თქვენი დამსახურებაა, თუნდაც ის, რომ ეხლა ამას ვწერ და ვაქვეყნებ.

Saturday, September 20, 2014

ტრენინგის მერვე დღე საკმაოდ შრომატევადი იყო. ერთი მინდა ავღნიშნო, მუდმივად გვაქვს ინტერნეტის პრობლემა, სახლში ხომ ერთი დავალების გაკეთებას, ერთ დღეს ვანდომებთ, იგივე პრობლემა გვაქვს აქაც. მოკლედ ძალიან ვწვალობთ. ისე კი ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, ამიტომ მინდა მაიას დიდი მადლობა გადავუხადო რომ არის ასეთი მომთმენი და მშვიდი ნერვების პატრონი. ჩვენ რომ გვიტანს და გვითმენს.

Saturday, September 13, 2014

მეშვიდე დღე ძალიან გადატვირთული გვქონდა, ბევრი ვიმუშავეთ, ტრენერიც გვეჩხუბა, რადგან ზოგი დავალება ვერ გავაკეტე, რადგან ვერ მივხდი.

SV

თამრო

Saturday, September 6, 2014

მეხუთე დღე საკმაოდ შრომატევადი იყო, ვიმუშავეთ ბუკლეტზე და პროექტზე.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


შეიტანეთ პრიორიტეტების მიხედვით დაწყობილი მიზნები, რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია თემის ფარგლებში და რომელთაც მოსწავლეებმა თემის დამთავრების შემდეგ უნდა მიაღწიონ.
შეძლებენ განსაზღვრონ და შეაჯამონ მოვლენათა თანმიმდევრობა,ძირითადი იდეები და დამხმარე დეტალები ლიტერატურულ თხზულებებში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა შეუძლია ბუნებას?
თემატური კითხვები

არის თუ არა ბუნება მბრძანებელი? შეგვიძლია თუ არა ბუნების მოვლენას წინ აღვუდგეთ?
შინაარსობრივი კითხვები

 რამდენად რეალურია ბუნევბისა და პერსონაჟების შეაძლობები? რით ჰგვანან ეს ნაწრამოებები ერთმანეთს?